დღეს განსაკუთრებული პატივით აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, თარიღს, რომელმაც ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საფუძვლად დაედო ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობას, ეროვნული იდენტობის განმტკიცებასა და საზოგადოების ერთიანობას, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს ვიცე-პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის თქმით, ქართველი ერის სულიერი გამარჯვების ამ დიდ გზაზე უმნიშვნელოვანესი იყო პატრიარქის ღვაწლი.
"მისი სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში. ჩვენი პატრიარქის ფასდაუდებელი მემკვიდრეობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას – ერთიანობით, რწმენითა და ღირსებით ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაზე. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მარად დარჩება ჩვენი ერის სულიერ საყრდენად და გზამკვლევად", – აღნიშნავს ირაკლი ჩიქოვანი.