სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად, სასულიერო პირები, პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და მთავრობის წევრები მივიდნენ.
დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე დღე შესრულდა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად, პარაკლისს და პანაშვიდს გადაიხდის. მსახურება რამდენიმე წუთში დაიწყება.
გარდა ამისა, დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 109 წელი გავიდა. პანაშვიდის შემდეგ, დღესვე, სიონის ტაძარში შესაბამისი მსახურებაც აღევლინება.
სვეტიცხოველში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღადგინა. ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა მსოფლიო საპატრიარქომ ოფიციალურად 1990 წელს, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ძალისხმევით აღიარა.