04 აგვისტო 2026,   21:20
ვრცლად
ინოვაციების სააგენტომ კერძო სექტორს ის შეღავათები გააცნო, რომლებსაც ახალი კანონი ითვალისწინებს

ინოვაციების სააგენტომ კერძო სექტორს ის შეღავათები გააცნო, რომლებსაც ახალი კანონი ითვალისწინებს.

ეს არის სპეციალური საგადასახადო რეჟიმი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კვლევისა და განვითარების მომსახურებას ეწევიან, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი 5 პროცენტამდე მცირდება.

ბიზნესის წარმომადგენლებს ასევე წარუდგინეს პრეზენტაცია სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" შესახებ, რომელიც მცირე და საშუალო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე აცხადებს, რომ კვლევების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. 

"საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება, სწორედ ამ გზაზე კვლევებისა და განვითარების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ინოვაციური ეკოსისტემა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს," - აცხადებს კასრაძე.  

 

დღის ამბები