18 ივნისი 2026,   15:53
ვრცლად
ალბანეთში პოლიციამ, ოპოზიციური საპროტესტო აქციის დასაშლელად, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, პოლიციამ, ოპოზიციის აქციის დასაშლელად, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ათი ათასობით დემონსტრანტი, კორუფციული ბრალდებების გამო, მთავრობის გადადგომას ითხოვს.

Reuters-ი წერს, რომ აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ ედი რამას ოფისის მიმართულებით "მოლოტოვის კოქტეილები" და პიროტექნიკა ისროლეს.

დღის ამბები