ლეგენდარული მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, ჩაკ ნორისი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჩაკ ნორისი 19 მარტს ჰავაიზე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
20 მარტს კი ჩაკ ნორისის ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომ მსახიობი დილით გარდაიცვალა.
"მიუხედავად იმისა, რომ გვსურს მისი გარდაცვალების გარემოებები კონფიდენციალურად შევინახოთ, გთხოვთ, იცოდეთ, რომ ის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, მშვიდად გარდაიცვალა", - ნათქვამია მისი ოჯახის განცხადებაში.
ამერიკელი მსახიობი კარლოს რეი „ჩაკ“ ნორისი დაიბადა 1940 წლის 10 მარტს დაიბადა. ის საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, სცენარისტი და პროდიუსერი იყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ ის მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით გაიცნო, მის ცხოვრებაში მთავარი ყოველთვის საბრძოლო ხელოვნება და დისციპლინა იყო, სახელი კი დაუმარცხებელი გმირის სახით დაიმკვიდრა.
სანამ ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდებოდა, მან კარატეში საშუალო წონის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ექვსჯერ მოიპოვა.
მისი კინოკარიერის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო მომენტი ბრიუს ლისთან ორთაბრძოლაა, თუმცა საყოველთაო აღიარება სერიალმა "უოკერი, ტეხასელი რეინჯერი" მოუტანა.
ეკრანის მიღმა მან შექმნა საკუთარი საბრძოლო სტილი "ჩაკ კუკ დო" და დააარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებს დისციპლინასა და თავდაჯერებულობას ასწავლის.
ჩაკ ნორისი არა მხოლოდ კინოინდუსტრიის ლეგენდა, არამედ პოპ-კულტურის სიმბოლოა, რომლის სახელიც უძლეველობასთან ასოცირდება.