გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული 3 ბრალდებულის რიკაძე, გაბაშვილი, ჩიქოვანის პროცესი გაიმართა. დღეს პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე გამოიკითხა.
პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს, რომ დღეს მოწმეები დაიკითხნენ.
"დაიკითხნენ მოწმეები, თემქის ახალგაზრდა ბიჭები ვისაც პირველადი შემხებლობა ჰქონდათ გიგასთან და გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს, რომ გიგა ავალიანი იყო უგონო მდგომარეობაში, მართალია მოწმეთა განმარტებით დაზიანებები არ იყო ხილული, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზით დასტურდება, რომ გიგა ავალიანს შუბლის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა, რომელიც შემდგომში მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა," - აცხადებს სონიძე.
ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო კიდევ ორ არასრულწლოვანს გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად.