12 აგვისტო 2026,   19:36
ვრცლად
"დღეს მთელი საქართველო მწუხარების ნიშნად ქედს იხრის. მისი უწმინდესობა ილია II არ ყოფილა მხოლოდ პატრიარქი, იგი იყო ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და სინდისი" - მაკა ბოჭორიშვილი

"დღეს მთელი საქართველო მწუხარების ნიშნად ქედს იხრის," - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

"დღეს მთელი საქართველო მწუხარების ნიშნად ქედს იხრის. მისი უწმინდესობა ილია II არ ყოფილა მხოლოდ პატრიარქი, იგი იყო ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და სინდისი - გზამკვლევი მრავალი თაობისთვის, სარწმუნოების მცველი და სიმტკიცის სიმბოლო". 

"ჩვენ დავკარგეთ მამა, თუმცა მისი ლოცვა, მისი დარიგებები, მისი უსაზღვრო სიყვარული საქართველოსადმი მარადიულად გაჰყვება ჩვენს ერს.
მშვიდობით განისვენოს მისმა სულმა. დაე, მისმა დატოვებულმა მემკვიდრეობამ მარად გაგვინათოს გზა წინსვლისკენ", - წერს მაკა ბოჭორიშვილი X-ზე.

დღის ამბები