2020-2026 წელს მიღებული ყურძნის იმ მოსავალს, რომლის მართ კერძო სექტორი დაინტერესებას არ გამოხატავს, წელსაც სახელმწიფო შეისყიდის. ღვინის ეროვნული სააგენტო მევენახეებს თანხას დიფერენცირებულად გადაუხდის. ერთი კილოგრამი ყურძნის მაქსიმალური ღირებულება ლარი და ორმოცდაათი თეთრი იქნება. განსხვავებულია თეთრსა და საფერავის ჯიშის ყურძენზე დაწესებული ტარიფი.
მუჯურეთული ან ალექსანდროული - გამორჩეული ყურძნის ჯიშების მოსავლის დასაბინავებლად სახელმწიფო სუბსიდიას რაჭა-ლეჩხუმში გასცემს. ამ გზით ღვინის კომპანიები სააგენტოსგან ერთ კილოგრამზე 4 ლარის ოდენობით თანხას მიიღებენ. აუცილებელი პირობა კი მევენახისგან ყურძნის მინიმუმ 8 ლარად შესყიდვა იქნება.
2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების სია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა. პროექტი საქართველოს მთავრობის წევრებმა განიხილეს. სამოქმედო გეგმის უცვლელი ნაწილია სპეციალური საკოორდინაციო შტაბის შექმნაც. სპეციალისტები მევენახეებს 24-საათიან რეჟიმში დაეხმარებიან, რათა მოსავლის დაბინავების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.
ფინანსური მხარდაჭერა და გამართული კოორდინაცია, უკვე გაწერილია ის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას და ექსპორტის სტიმულირებას.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.