07 აგვისტო 2026,   01:27
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ასპარეზზე, ამის კონკრეტული მაგალითია "მოსკოვის მექანიზმი" - ლაშა ფარულავა

ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშს ოპოზიცია გამოეხმაურა. პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ანგარიშს "დამოკლეს მახვილი" უწოდა.

"კი, ეს არის დამოკლეს მახვილი, კი, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ეფექტიანად აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო ასპარეზზე და კონკრეტული მაგალითი არის სწორედ "მოსკოვის მექანიზმი" და ის რეკომენდაციები. რაც შეეხება კანონებს - ოჯახური ღირებულებების ნაწილი ჩვენთვის საკამათოა, ვინაიდან ჩვენ ვართ კონსერვატიული პარტია, ჩვენთვის ქრისტიანული ღირებულებები არის უმთავრესი," - აცხადებს ლაშა ფარულავა.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიგა ფარულავამ დასკვნას "ტრაგიკული" უწოდა.

"ეს დასკვნა არის უმძიმესი და ტრაგიკული ჩვენი ქვეყნისთვის, ეს დასკვნა არის შედეგი "ოცნების" მმართველობის. რაც შეეხება უშუალოდ კანონებს - გარდა ამ კანონებისა, ძალიან მძიმე შენიშვნები, მითითებები და რეკომენდაციებია წარმოდგენილი ამ დასკვნაში. ოჯახი, როგორც უმაღლესი ღირებულება ჩვენ განმტკიცებული გვაქვს საქართველოს კონსტიტუციით," - აცხადებს გიგა ფარულავა.

დღის ამბები