ირანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე, მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე ცოცხალია. ირანულ მედიაზე დაყრდნობით, ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აღნიშნული მედიის ცნობით, მისი გარდაცვალების შესახებ ადრე გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.
ირანის სახელმწიფო ტელეარხმა "ორმა" 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აიათოლა ალი ხამენეის ცოლი სახლში მოკლეს, ხოლო სხვა ირანულმა მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ ის კომაში იმყოფებოდა.