08 აგვისტო 2026,   04:55
ვრცლად
აშშ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, ჩვენ დიდ ფულს ვაკეთებთ - ტრამპი

აშშ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში და როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, ჩვენ დიდ ფულს ვაკეთებთ - ამის შესახებ, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას  CNN-ი ავრცელებს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის დიდი ინტერესის საგანია შეაჩეროს ბოროტების იმპერია, ირანი, რათა ირანმა ხელში არ ჩაიგდოს ბირთვული იარაღი:

 "აშშ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, თანაც დიდი უპირატესობით, ასე რომ, როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, ჩვენ დიდ ფულს ვაკეთებთ. მაგრამ, როგორც პრეზიდენტისთვის, ჩემთვის გაცილებით დიდი ინტერესისა და მნიშვნელობის საგანია, შევაჩერო ბოროტების იმპერია, ირანი, რათა მან არ ჩაიგდოს ხელში ბირთვული იარაღი და არ გაანადგუროს ახლო აღმოსავლეთი და, საერთოდაც, მთელი მსოფლიო. მე ამას არასოდეს დავუშვებ", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

დღის ამბები