საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ერაყის წყლების მიმდებარედ, ტანკერზე დრონებით თავდასხმის შემდეგ, ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და მიმდინარეობს რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება.
სააგენტო აცხადებს, რომ ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემთმფლობელ კომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნება ყველა ზომა, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. ერაყის რესპუბლიკის წყლების მიმდებარედ ტანკერზე თავდასხმა 11 მარტს მოხდა.