კურიერი სტიქიის ზონაში. მეწყრის შემდეგ, ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში, საიდანაც რამდენიმე საათის წინ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, კურიერის გადამღები ჯგუფი შევიდა.
თქვენ ეთერში ხედავთ კადრებს, რომელშიც ჩანს დანგრეული შენობები, გზა და დაზიანებული ავტომანქანები.
სამუშაოები გრძელდება. ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, გეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი აცხადებს, რომ 45 ოჯახი არის ევაკუირებული.
"მოგეხსენებათ შექმნილია საგანგებო შტაბი და ვმუშაობთ სიტუაციის მოკვლევაზე, ამ დრომდე გეოლოგები მუშაობენ ადგილზე და ველოდებით მათ დასკვნას. რაც შეეხება მიწის რაოდენობას ამაზე ჩვენ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. მოხდა 45 ოჯახის ევაკუაცია, ყველა მაცხოვრებელი უზრუნველყოფილია სასტუმროთი და პირველადი დახმარების ნივთებით,"- აცხადებს დავით კუბლაშვილი.