13 აგვისტო 2026,   20:37
ვრცლად
ვერც მოვასწარით გააზრება, საშინელი ხმა ისმოდა - ადგილობრივები ტყიბულის მეწყერზე

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, გეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.

შემთხვევის ადგილზე მცხოვრები, გვიან ღამით განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, მოსალოდნელი ღვარცოფის შესახებ მეზობელმა გააფრთხილა.

"ვერც მოვასწარით გააზრება. მეზობელმა დამირეკა და მითხრა, არასასიამოვნო ხმებიაო, მტვრევის ხმა და სავარაუდოდ ღვარცოფის საშიშროებაო. გავაფრთხილე ოჯახის წევრები, ყვირილით, ღვარცოფი მოდის-თქო. გარეთ როცა გამოვიჭერი, შუქიც კი არ იყო, საშინელი ხმა ისმოდა, უკვე უნდა გავქცეულიყავით ისეთი სიტუაცია იყო და გამოვიქეცით", - იხსენებს მაცხოვრებელი.

ცნობისთვის, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესი განვითარდა. დანგრეულია 5 სახლი. სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს 38 ოჯახი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი. აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებიგეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.

დღის ამბები