08 აგვისტო 2026,   03:55
ვრცლად
მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, სოფელ კურსებში 38 ოჯახია ევაკუირებული

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 38 ოჯახია ევაკუირებული, - ინფორმაცია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

მათივე ცნობით, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.  

მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი:

599273250

574228102

 

დღის ამბები