11 აგვისტო 2026,   08:23
ვრცლად
შსს მინისტრის პრესსამსახური ვიდეოს ავრცელებს, სადაც გეკა გელაძისა და ჟურნალისტის საუბარია აღბეჭდილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და იმ კითხვების შესახებ წერს, რომელიც ჟურნალისტმა მინისტრს დაუსვა.

"შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლის მეუღლის მამის ძალიან ცნობილი კომპანია 40 წელია ოპერირებს ბაზარზე, ბიუჯეტში მილიარდები, ხაზს ვუსვამ - მილიარდები აქვს შეტანილი და ბოლო 30 წელია მსხვილ გადამხდელთა პირველ სამეულშია საქართველოში, ჟურნალისტი ეკითხება სიმამრის კომპანიის ბიზნესის დეტალების, ბიზნესპარტნიორების და იმის შესახებაც კი, თუ საიდან აჩუქა მამამ ქონება მის მეუღლეს", - წერს შსს პრესსამსახურის უფროსი ანი კანკია.

დღის ამბები