შეთანხმება გაფორმდა დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის.
საუბარია მილიონ 300 ათას ლარამდე ღირებულების ორ ხელშეკრულებაზე, რომლის მთავარი მიზანი დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერება და თანამშრომელთა მხარდაჭერაა.
ხელშეკრულებები სააგენტოს თანამშრომელთა სახელფასო დანამატებსა და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ეფექტიან ფუნქციონირებას ითვალისწინებს.