18 ივნისი 2026,   17:11
ვრცლად
აზერბაიჯანი ირანში 30 ტონამდე საკვებ პროდუქტს და სამედიცინო მასალას აგზავნის

აზერბაიჯანი ირანში 30 ტონამდე საკვებ პროდუქტს აგზავნის - ამის შესახებ მედიასთან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო რეზერვების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ემინ ჰასანოვმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო APA ავრცელებს.

ჰასანოვის თქმივე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის მითითების შესაბამისად, ჰუმანიტარული ტვირტი აზერბაიჯანიდან საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მანქანებით იგზავნება:

"ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს ფქვილს, ბრინჯს, შაქარს, ჩაის, ასევე სამედიცინო მასალებს. მანქანები უკვე გადის", - აღნიშნა ემინ ჰასანოვმა.

დღის ამბები