18 ივნისი 2026,   14:33
ვრცლად
ირანმა ბაჰრეინსა და ყატარზე ახალი დარტყმები განახორციელა - CNN

ირანმა ბაჰრეინსა და ყატარზე ახალი დარტყმები განახორციელა. CNN-ის ცნობით, შაბათს, მთელს ბაჰრეინში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ხოლო ყატარის დედაქალაქ დოჰაში, მოსახლეობას გაფრთხილება მობილურ ტელეფონებზე გაეგზავნათ

"საფრთხის დონე გაიზარდა. ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში, თავი აარიდოს გარეთ გასვლას და მოერიდოს ფანჯრებსა და ღია სივრცეებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია კატარის ხელისუფლების გაფრთხილებაში.

კატარის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ირანის სარაკეტო თავდასხმა მოიგერიეს.

"საფრთხე აღმოფხვრილია და სიტუაცია ნორმას დაუბრუნდა", - ნათქვამია ხელისუფლების შემდგომ განცხადებაში.

CNN-ის ინფორმაციით, დაახლოებით იმავე დროს, როდესაც გაფრთხილებები გაკეთდა, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატარისა და ბაჰრეინის მიმართულებით რაკეტებით და დრონებით კომბინირებული დარტყმა განხორციელდა.

დღის ამბები