21 ივნისი 2026,   19:24
ვრცლად
"ირანის ეკონომიკა არ უნდა ჩამოიშალოს" - გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ირანის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა ან ირანის მიწაზე "პროქსი" კონფლიქტების წარმოება არავის ინტერესებში არ შედის.

"ასეთ სცენარებს შესაძლოა შორსმიმავალი შედეგები ჰქონდეს ევროპისთვის", - განაცხადა მან.

მათ შორის ფრიდრიხ მერცმა დაასახელა ირანელების უკონტროლო მიგრაცია საზღვრებს მიღმა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ქაოსში ჩაიძირება.

"ირანის სახელმწიფო უნდა დარჩეს ფუნქციონირებადი, ასევე შენარჩუნებული უნდა იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და საბაზისო მომსახურებები. ირანის ეკონომიკა არ უნდა ჩამოიშალოს", - აღნიშნა მერცმა.

 

 

დღის ამბები