07 აგვისტო 2026,   18:38
ვრცლად
აღმაშფოთებელია, რომ დიდი ხანია, არსებობს მცდელობა, საქართველოში ბომბები ჩამოვარდნის - გიორგი ვოლსკი

"დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, ხალხი უნდა დაისაჯოს. ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა "ქართულ ოცნებას", დაისაჯოს," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკის შეფასებით, მორიგი მცდელობაა, გერმანიის ელჩის დახმარებით, გარკვეული იდეა გაიტანონ განსახილველად.

"ეს არ არის ახალი თემა, ეს არის მორიგი მცდელობა, რომ როგორმე, გერმანიის ელჩის დახმარებით, გარკვეული იდეა გაიტანონ განსახილველად, ევროკავშირის დონეზე. სახელმწიფოთა დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ სხვადასხვა არის, მაგრამ აღმაშფოთებელია ის, რომ დიდი ხანია, არსებობს მცდელობა, საქართველოში ბომბები ჩამოვარდნილიყო, ეს რეალურია და ამაზე მუშაობა დღესაც გრძელდება. დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, ხალხი უნდა დაისაჯოს. ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა "ქართულ ოცნებას," დაისაჯოს. ყველა დიდ ქვაბში უნდა მოიხარშოს. საქართველოში ხალხი თუ არ გაღიზიანდება და არ იქნება ნეგატიური განწყობა ხელისუფლების მიმართ, ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ვერ შეძლებენ. ახლა ამ რევოლუციურ გზას ავითარებენ და ამ საკითხებზეა საუბარი გერმანიის ელჩთან, რომელიც აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი მხარდამჭერია ამ ექსტრემისტული ჯგუფების," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ნინო ლომჯარია პიტერ ფიშერს შეხვდა. ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ლომჯარია გერმანიის საელჩოში იმყოფებოდა. განხილვის მთავარი თემა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერების საკითხი იყო.


მედია, ასევე, იუწყება, რომ ცნობილია თავად გერმანიის ელჩის პოზიცია ამ მოთხოვნაზე - დიპლომატი ეთანხმება ყოფილი სახალხო დამცველის პოზიციას, თუმცა ფიქრობს, რომ უნდა დაელოდონ მომდევნო პერიოდს, როდესაც შეიძლება "რაღაც მოხდეს, რაც რადიკალურად შეცვლის სიტუაციას და ვიზის თემაც შეიძლება ჩაიკარგოს."

კონკრეტულად, რას გულისხმობდა დიპლომატი და რა იყო საუბრის თემა - ამის გარკვევას "კურიერი" ნინო ლომჯარიასთან ცდილობდა, თუმცა ყოფილი სახალხო დამცველი არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობდა. მან შენობა გავრცელებული ინფრომაციით საელჩოს მანქანითვე დატოვა.

მოგვიანებით, ლომჯარიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც საუბრის შინაარსი უარყო - ამის შემდეგ კი "კურიერის" შეკითხვას წერილობით უპასუხა და განაცხადა რომ "გამოგონილია, რომ ის პარტიების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ელჩთან."
 

 

დღის ამბები