პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ვაშინგტონში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.
"განსაკუთრებით გამოვყოფდი შეხვედრას, რომელიც ახლახანს დასრულდა თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან. ამ შეხვედრის დროს გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ყველა იმ პრინციპულ და არსებით საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაძლიერების, გადატვირთვისა და ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ აქტიური დინამიკა ამ ურთიერთოებების განახლების და ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით", - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.