დიდ დიღომში ხანძარია. როგორც "რუსთავი 2-"ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი, მიხა ხელაშვილის ქუჩაზე მდებარე მეტალო-პლასტმასის ქარხანას გაუჩნდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები და მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.
არსებული ინფორმაციით, ტერიტორიიდან უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ამ ეტაპზე ცეცხლის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.