18 ივნისი 2026,   15:38
ვრცლად
ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ, იმდენ დროს გამოვიყენებთ, რამდენიც საჭირო იქნება - აშშ-ის თავდაცვის მდივანი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, ირანთან მიმართებით საუბრისას, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ მხოლოდ ახლა დაიწყეს. ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს.

"ჯერ ადრეა და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, წარმატების მისაღწევად იმდენ დროს გამოიყენებენ, რამდენიც საჭირო იქნება", - თქვა ჰეგსეთმა.

"მხოლოდ ოთხი დღე გავიდა და შედეგები წარმოუდგენელია. ჩვენ ვაჩქარებთ და არა ვანელებთ", - დასძინა თავდაცვის მდივანმა.

ჰეგსეთის განმარტებით, ირანის საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლი რამდენიმე დღეში დამყარდება.

დღის ამბები