03 აგვისტო 2026,   10:29
ვრცლად
"კონსტანტინე მორგოშიამ დაადასტურა, რომ ლევან ჯანგველაძე, ერთადერთი, ვისგანაც გრძნობდა საფრთხეს, ეს იყო ოთარ ფარცხალაძე" - ლევან ვეფხვაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე, კოკა მორგოშია დაიკითხა. მორგოშია ჯანგველაძის მეგობარია და მას ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის წინააღმდეგ აქვს ჩვენება მიცემული.

დღეს მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის პროცესი გაიმართა. ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულია გელა უძილაური.

მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მკვლელობის შემკვეთად კი პროკურატურამ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაასახელა, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, კონსტანტინე მორგოშიამ დაადასტურა, რომ ლევან ჯანგველაძე საფრთხეს ფარცხალაძისგან და მისი გარემოცვისგან ელოდა.

"კონსტანტინე მორგოშიამ დაადასტურა, რომ ლევან ჯანგველაძე, ერთადერთი, ვისგანაც გრძნობდა საფრთხეს, იყო ოთარ ფარცხალაძე. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ის მხოლოდ ოთარ ფარცხალაძისგან არ გრძნობდა საფრთხეს ის საფრთხეს, ელოდა მისი გარემოცვისგანაც, სწორედ მიქაძეები იყვნენ გარემოცვაში", - აცხადებს პროკურორი.

 

დღის ამბები