"უპირველეს ყოვლისა - არა საერთაშორისო სამართლის დარღვევას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს და, პირველ რიგში, ყველაზე დაუცველ სამოქალაქო მოსახლეობას იცავს. მეორე - არა იმ აზრს, რომ თითქოს მსოფლიოს პრობლემების გადაჭრა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტებითა და დაბომბვებითაა შესაძლებელი. და ბოლოს - არა წარსულის შეცდომების გამეორებას."
"ესპანეთი ევროკავშირის, ნატოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრია. ეს კრიზისი გვეხება ჩვენ, ევროპელებს და, შესაბამისად, ესპანელებსაც. სწორედ ამიტომ, უნდა მოვთხოვოთ აშშ-ს, ირანსა და ისრაელს კონფლიქტის მოგვარება - ისინი უნდა შეჩერდნენ, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან."
"ჩვენ არ გავხდებით იმის თანამონაწილე, რაც ზიანს აყენებს მსოფლიოს და ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა თუ ინტერესებს; არ გავხდებით თანამონაწილენი მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა ვინმეს მხრიდან სამაგიეროს გადახდის გვეშინოდეს. ჩვენ სრულად ვენდობით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ინსტიტუციურ და, ვიტყოდი, მორალურ ძალას. სწორედ ასეთ მომენტებში ვამაყობთ ესპანელობით ყველაზე მეტად."
"ზუსტად ვიცით, რომ ((ირანთან ომი)) არც უფრო სამართლიან საერთაშორისო წესრიგს მოიტანს და არც ხელფასების ზრდას, არც უკეთეს საჯარო სერვისებს თუ უფრო სუფთა გარემოს. პირიქით, ის, რისი პროგნოზირებაც ახლა შეგვიძლია, არის ეკონომიკური გაურკვევლობა, ნავთობისა და გაზის ფასების მატება. სწორედ ამიტომ, ჩვენ ესპანეთში ამ კატასტროფას ვეწინააღმდეგებით.“