18 ივნისი 2026,   13:09
ვრცლად
"ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს" - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთი ეწინააღმდეგება ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს და მოითხოვს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

"ძალა ვერ აგვარებს პრობლემებს; პირიქით, ხშირად ქმნის ახალ პრობლემებს და ტოვებს სერიოზულ, გრძელვადიან შედეგებს. სამხედრო ძალის რეალური ღირებულება არა ბრძოლის ველზე, არამედ ომის პრევენციაშია," - აღნიშნულია ჩინეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ვანგ იმ გიდეონ საარს განუცხადა, რომ ჩინეთს სჯერა საერთაშორისო და რეგიონული საკითხების დიალოგის, მოლაპარაკებების გზით გადაჭრის და აღნიშნა, რომ პეკინი განაგრძობს კონსტრუქციული როლის შესრულებას დაძაბულობის განმუხტვაში.

 

დღის ამბები