18 ივნისი 2026,   13:09
ვრცლად
ტრამპი: ირანს საბრძოლო მასალა ეწურება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს მნიშვნელოვანი საბრძოლო შეიარაღება ეწურება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

როგორც POLITICO-სთან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, თეირანის სამხედრო შესაძლებლობები თანდათან სუსტდება, თუმცა, მისივე თქმით, თეირანი რაკეტების სროლას გარკვეული დროის განმავლობაში გააგრძელებს.

"მათ რესურსი ეწურებათ და ასევე ეწურებათ ადგილები, საიდანაც შეუძლიათ სროლა, რადგან განადგურების პროცესში არიან," - აღნიშნა ტრამპმა.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მზად იქნებოდა ირანის განახლებული მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობისთვის, თუკი ასეთი იქნება.

"ირანის 49 მაღალი რანგის ლიდერი მოკლეს, არ დაგავიწყდეთ, ეს საკმაოდ ღრმა საკითხია, არა? ახლები ჩნდებიან. ბევრ ადამიანს სურს ეს სამსახური. ზოგიერთი მათგანი ძალიან კარგი იქნებოდა," - განაცხადა ტრამპმა.

 

დღის ამბები