ამერიკული ეპიკური მრისხანება და ებრაული "ლომის ღრიალი" სპარსეთის ყურეში ჩარჩენილ ასი ათასობით ტურისტსაც ესმის. საჰაერო მიმოსვლა ან ჩაკეტილია ან ცა პერიოდულად იხსნება რამდენიმე რეისისთვის.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მთელი მსოფლიოდან ახლო აღმოსავლეთში თბილი სეზონის გამო, ჩასულია მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის, არიან ქართველები. საქართველოს მოქალაქეებს ომის პირველივე წუთებიდან ეხმარებიან საქართველოს საელჩოები, მათ შორის კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ამას თავად ჰყვებიან რეგიონში ჩარჩენილი ქართველები. ჰაერში ქაოსის მიუხედავად, საქართველომ უკვე დანიშნა სპეცრეისები.
ომანი და საუდის არაბეთი - დიპლომატიური მისიები სხვა, ახლომდებარე არაბული ქვეყნებიდან მგზავრების სახმელეთო გზით გადაყვანასაც უზრუნველყოფენ. სამი დღის განმავლობაში შესრულდება 3 რეისი. დღეს ჩამოფრინდება მუსკატი თბილისს. ომანის სასულთნოდან უნდა გამოფრინდეს 170 მგზავრი. ხვალ რეისი დანიშნულია რიადში, საუდის არაბეთის დედაქალაქში. ზეგ კი, კიდევ ერთი ფრენაა ჩანიშნული ომანიდან.
ავტორი: ნანა გოგატაძე