18 ივნისი 2026,   15:28
ვრცლად
ისრაელმა დაბომბა დაჯგუფების კომპლექსი, რომელიც ახალ უზენაეს ლიდერს ირჩევდა

ისრაელმა იერიში იმ დაჯგუფების კომპლექსზე, რომელიც ირანის მომავალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ეს იყო, აშშ-ისრაელის ირანთან ომის მეოთხე დღეს განხორციელებული უახლესი დარტყმა.

წყაროს ცნობით, დარტყმა მიზნად ისახავდა ექსპერტთა ასამბლეის შენობას წმინდა ქალაქ ყუმში, მაშინ, როდესაც მისი წევრები ქვეყნის შემდეგ ლიდერს ირჩევდნენ. თუმცა ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ შენობა თავდასხმამდე ევაკუირებული იყო.

თავდასხმის შემდეგ გავრცელებული კადრები აჩვენებს, რომ კომპლექსი განადგურებულია.

ექსპერტთა ასამბლეა, 88 უფროსი სასულიერო პირისგან შემდგარი ორგანო პასუხისმგებელია აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელის დასახელებაზე.

 

დღის ამბები