ახალგაზრდობის სააგენტოს რეგიონული კამპანია გრძელდება. ამჯერად სამუშაო შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მხარის რწმუნებულთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გაიმართა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა დაგეგმილ პროგრამებზე ისაუბრა; იმსჯელეს იმ ერთობლივ აქტივობებზეც, რომლებიც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას მისცემს; ხაზი გაესვა ცენტრალური და მუნიციპალური უწყებების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.