20 ივნისი 2026,   12:41
ვრცლად
დაკავებულია უკრაინის საჰაერო ძალების ლოჯისტიკის მეთაური და უსაფრთხოების სამსახურის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი, ამოღებულია 320 000 აშშ დოლარი

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ საჰაერო ძალების ლოჯისტიკის მეთაური და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) რეგიონული დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. მათ თვითმფრინავების ანგარების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების მითვისება ედებათ ბრალად.

კრავჩენკოს განმარტებით, ეჭვმიტანილები უკანონოდ თანხების გადარიცხვის მცდელობისას დააკავეს. ამოღებულია 320 000 აშშ დოლარი.

მიუხედავად იმისა, რომ კრავჩენკომ თავი შეიკავა ოფიცრების სახელების გამხელისგან, უკრაინულმა საინფორმაციო გამოშვებამ „უკრაინსკა პრავდამ“, წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია საჰაერო ძალების ლოჯისტიკის მეთაურის ანდრეი უკრაეცის და ჟიტომირის რეგიონში SBU-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვოლოდიმირ კომპანიჩენკოს დაკავების შესახებ.

კრავჩენკომ განაცხადა, რომ 2025 წლის მაისის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ 32 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო თვითმფრინავების დასაცავად ასაწყობი თაღოვანი კონსტრუქციების მშენებლობისთვის. თუმცა, SBU-ს სამხედრო კონტრდაზვერვის დირექტორატმა, გამოძიების დროს "მნიშვნელოვანი დარღვევები“ აღმოაჩინა.

კრავჩენკოს თქმით, დარღვევები მოიცავს დიზაინს, რომელიც არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს, კონსტრუქციებს, რომლებიც სათანადოდ არ იცავს თვითმფრინავებს და სამუშაოებზე გაბერილ ფასებს.

გარდა ამისა, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ჟიტომირის ოლქის სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ვლადიმერ კომპანიჩენკო.

"გამოძიების ვერსიით, მათ მიითვისეს ფული, რომელიც აეროდრომებისთვის დამცავი ნაგებობების ასაშენებლად იყო გამოყოფილი, ანუ ფული, რომელიც თავდაცვაზე უნდა დახარჯულიყო", - წერს გონჩარენკო.

დღის ამბები