18 ივნისი 2026,   23:53
ვრცლად
"ბრიუსელელები და კიევი უნგრეთის არჩევნებში ერევიან, ჩვენი პატრიოტული მთავრობის ჩამოშორება სურთ, რათა საკუთარი გეგმები მოგვახვიონ თავს" - ვიქტორ ორბანი

"ბრიუსელელები და კიევი ერევიან უნგრეთის არჩევნებში", - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ვიქტორ ორბანი აცხადებს, ევროკავშირს მათი მთავრობის ჩამოშორება სურთ, რათა უნგრეთს საკუთარი გეგმები მოახვიონ თავს. 

"ბრიუსელელები და კიევი ერევიან უნგრეთის არჩევნებში, ჩვენი პატრიოტული მთავრობის ჩამოშორება სურთ, რათა საკუთარი გეგმები მოგვახვიონ თავს. არ შეუძლიათ შეგვიწყვიტონ რუსული ენერგომომარაგება, გვაიძულონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა, გვაიძულონ ფულის გადახდა ან ომში ჩაგვათრიონ. ხელი შორს! უნგრეთის მომავალი მხოლოდ უნგრელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს!"- განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

დღის ამბები