21 ივნისი 2026,   12:07
ვრცლად
ლვივში, სავარაუდო ტერორისტული აქტი განხორციელდა - დაღუპულია პოლიციელი

ლვივში, სავარაუდო ტერორისტული აქტი განხორციელდა. ინფორმაცია გასულ ღამეს, ქალაქის მერმა გაავრცელა. დაიღუპა ერთი პოლიციელი, დაშავებულია 15 ადამიანი.

დაზიანებულია სახელმწიფო და სამოქალაქო მანქანები. პროკურატურის ცნობით, გამოძიება "ტერორისტული აქტის" მუხლით მიმდინარეობს.

"ეს ნამდვილად ტერორისტული აქტია. სამედიცინო დამხაროდეს 15 ადამიანი იღებს, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ერთი პოლიციელი ქალი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს. ადგილზე მუშაობს პოლიცია.

რაც შეეხება ზარალს, გამოძიება მიმდინარეობს და როგორც კი დასრულდება, ყველაფერს ნათელს მოვფენთ. ჩვენ დავეხმარებით ხალხის. ეს ძალიან მძიმე ღამე იყო", - განაცხადა ლვივის მერმა ანდრისადოვმა.

დღის ამბები