04 აგვისტო 2026,   15:31
ვრცლად
ტრაგედია გურჯაანში - ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ორი არასრულწლოვანია

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ორი არასრულწლოვანია. დაღუპულები ნათესავები იყვნენ.

უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში, გვიან ღამით მოხდა, ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა ორმა ადამიანმა მოასწრო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები