გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა.
სოფელ ოძისის მიმდებარედ, მდინარე ქსანზე მოქალაქეები თევზჭერას ელექტრო იარაღის გამოყენებით ახორციელებდნენ.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.