10 აგვისტო 2026,   12:30
ვრცლად
ნინო ლაცაბიძე - პრემიერთან შეხვედრაზე განვიხილეთ ის გრძელვადიანი გეგმები, რაც გააუმჯობესებს შესაძლებლობებს ჩვენს ქალაქებში და სოფლებში - მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტების გაძლიერებას ემსახურება

დღეს განვიხილეთ ის გრძელვადიანი გეგმები, რაც გააუმჯობესებს შესაძლებლობებს ჩვენს ქალაქებში და სოფლებში, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მერებთან, საკრებულოების თავმჯდომარეებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტების გაძლიერებას ემსახურება.

"პრემიერთან მსგავსი შეხვედრები ემსახურება მუნიციპალიტეტების გაძლიერებას. იმას, რომ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, რათა შევძლოთ ყველა იმ გამოწვევების დაძლევა, რაც ჩვენ ქალაქებსა და სოფლებში გვაქვს. იმ გრძელვადიანი გეგმების განხილვა მოხდა დღეს, რაც გააუმჯობესებს შესაძლებლობებს ჩვენს ქალაქებში და სოფლებში. დავგეგმეთ ის პროექტები, რომელიც მოსახლეობის დიდი ხნის მოთხოვნაა და რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალაქებისა და სოფლების განვითარება ახალ ეტაპზე გადავიდეს," - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დღის ამბები