12 აგვისტო 2026,   08:11
ვრცლად
ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავის 2-ს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოკითხვის შემდეგ, დავითაშვილმა მედიას განუცხადა: "განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი".

მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "კურიერს" უთხრეს, რომ, სუს-ის დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუში ორი არსებითი უზუსტობაა.

"1. დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა.

2. გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას - ამ კუთხით რისკებზე გამოკითხვაში ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი!

თუ კიდევ იქნება მსგავსი ინტერპრეტაცია, ცრუ ინფორმაცია ან სპეკულაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ (გამოკითხული პირის თანხმობით) გამოკითხვის ოქმიც გავასაჯაროოთ", - განაცხადეს სუს-ში.

დღის ამბები