04 აგვისტო 2026,   15:37
ვრცლად
ჩანაწერი, რომელიც პროკურატურას მივაწოდე, აშკარა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მატარებელი ჩანაწერია, სადაც ელისო კილაძე ჯიბლაძესთან ერთად გეგმავს, როგორ უნდა წაართვას, "აახიოს" ქონება ისრაელელ ინვესტორს - ბენ ანორის ადვოკატი

"ის ჩანაწერი, რომელიც მე პროკურატურას მივაწოდე 13 იანვარს, აშკარა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მატარებელი ჩანაწერია, სადაც ელისო კილაძე ჯიბლაძესთან ერთად გეგმავს თუ როგორ უნდა წაართვას, ჩამოართვას, "აახიოს" ქონება ისრაელელ ინვესტორს და როგორ დააკავშიროს იგი ქოლ ცენტრებთან", - ამის შესახებ ბენ ანორის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა.

მისი განმარტებით, ბენ ანორმა ჩანაწერის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია პროკურატურას მიაწოდა და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნამ დაადასტურა, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებული არ არის.

"ბენ ანორის ერთადერთი კავშირი ქოლცენტრებთან, შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთი რამ, პროგრამა "ლიც 8", რომელიც არის ბენ ანორის ავტორობით, მისი საკუთრებაა და ამ პროგრამას იყენებდნენ ქოლცენტრებში.

ფაქტობრივად, ის ჩანაწერი, რომელიც მე პროკურატურას მივაწოდე 13 იანვარს, აშკარა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მატარებელი ჩანაწერია, სადაც ელისო კილაძე ჯიბლაძესთან ერთად გეგმავს თუ როგორ უნდა წაართვას, ჩამოართვას, "აახიოს" ქონება ისრაელელ ინვესტორს და როგორ დააკავშიროს იგი ქოლცენტრებთან. ეს გახლავთ აუდიო ჩანაწერი, რომლის წარმომავლობაც ბატონმა ბენ ანორმა დაუდასტურა პროკურატურას თუ საიდან მოიტანა, საიდან აღმოჩნდა ჩვენს ხელში და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, რომელიც გუშინ არის გაცემულიც დადასტურდა, რომ ის ფალსიფიცირებული არ არის", - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ "ქოლცენტრების" მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ელისო კილაძე.

ამავე ბრალდებით სამართლებვრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა საქმეზე ციხეში მყოფ გიორგი მიქაძეს.

დღის ამბები