2026 წლის 18 თებერვალს გამოქვეყნდა ევროპისსაბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციისევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტის შემდგომიანგარიში.
CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტისფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა დასრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციისსამინისტროსა და პენიტენციური სამსახურისხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციურიდაწესებულებების თანამშრომლებისგან. CPT აღნიშნავს, რომ დელეგაციამ დაუბრკოლებლად მოინახულა პენიტენციური დაწესებულებები, წვდომა ჰქონდა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან და ინდივიდუალურად შეხვდა მსჯავრდებულებს. ესკიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსპენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას.
ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღიაინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდანპატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. პირიქით, CPT-ისშეფასებით, პენიტენციური დაწესებულებებისთანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითიდა მშვიდი ურთიერთობა არსებობს.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა დაბა ლაითურში გახსნილ ახალ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პირობები. სრულიად ახალი ტიპის, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციურიდაწესებულება სრულად არის მორგებული როგორცბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ისედაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებზე.CPT-ს, ასევე, მიეწოდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ახალი მცირე ზომისპენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილი იქნება 150 პატიმარზე.
დადებითად შეფასდა, ასევე, პენიტენციურისამსახურის ჯანდაცვის სისტემაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება, ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოფილია პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა.
რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულრეკომენდაციებს, CPT-ის მხრიდან ყურადღებაგამახვილდა საკნის გარე აქტივობებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების რაოდენობის გაზრდის საჭიროებაზე, პატიმრებსშორის ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების გაძლიერებაზე, პენიტენციური სისტემის თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. ანგარიშში დასმულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროპულ კომიტეტს წარედგინა და საჯაროდ ხელმისაწვდომია CPT-ის ანგარიშთან ერთად.
საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობასა და პატიმართა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის ყველაზე მკაფიო ინდიკატორი CPT-ს დასკვნასთან ერთად არის ადამიანის უფლებათა ევროპულისასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციურისისტემიდან სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი არცერთი საქმე გამოცხადებულა დასაშვებად.
CPT-ის დელეგაცია საქართველოში 2024 წლის 18-29 ნოემბერს და 2025 წლის 21-22 იანვარს იმყოფებოდა.