რა ზომები ტარდება ქვეყანაში არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად? - ამ და თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე სასაუბროდ პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით მიდის. ის ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" მიიწვია.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიგრაციაზე მთავრობის პოზიცია პრემიერს გაცხადებული აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოდან ამ მნიშვნელოვან თემაზე საუბარი მაინც საჭიროდ მიიჩნიეს.