"რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე, მათ შორის საგარეო კურსზე, საგარეო მიმართულებაზე, ევროინტეგრაციაზე - ყველაფერზე შეიძლება პოლემიკა, დისკუსია და დებატები", - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე საუბრობს.
თბილისის მერი ამ განცხადებით ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებებს, რომელმაც სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის საკითხზე საჯარო დებატებს მავნებლობა უწოდა.
"მგონია, რომ როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, რა თქმა უნდა, არ არსებობს არცერთი თემა, სადაც ჩვენ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მონაწილეობას არ მივიღებთ დისკუსიასა და პოლემიკაში. არ არსებობს ასეთი თემები. რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე, მათ შორის საგარეო კურსზე, საგარეო მიმართულებაზე, ევროინტეგრაციაზე - ყველაფერზე შეიძლება პოლემიკა, დისკუსია და დებატები. ახლა ეს ადამიანები, კარგად გვესმის, საიდან იმართებიან, საიდან ფინანსდებიან, ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ისინი საკუთარ თავს არ ეკუთვნიან, არც საკუთარ ოჯახს და საკუთარ ქვეყანას. შესაბამისად, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებენ," - აცხადებს კახა კალაძე.
ავტორი: ნანა გოგატაძე