ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულისთვის და ტრადიციული დოღისთვის ემზადებიან. მოსამზადებელ სამუშაოებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.
19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაული ბახმაროში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. აღევლინება სადღესასწაულო ლიტურგია, გაიმართება ტრადიციული დოღი, საღამოს კი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონცერტი გაიმართება.