11 აგვისტო 2026,   13:58
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

ბუდაპეშტში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ორშაბათს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა დიპლომატმა მოლაპარაკებები გამართა უნგრელ კოლეგასთანაც.

უნგრეთის მთავრობა ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და, საჭიროების შემთხვევაში, ამ მიზნით ბუდაპეშტში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ორგანიზება გაუწიოს. ეს განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ გააკეთა.

დღის ამბები