07 აგვისტო 2026,   16:46
ვრცლად
სეული-თბილისი - ჩარტერული რეისები იწყება - ახალ საჰაერო მიმართულებაზე მუშაობა უკვე დაწყებულა

სეული-თბილისი - ახალ საჰაერო მიმართულებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ორ ქვეყანას შორის ჩარტერულ ფრენებს კორეის დაბალ ბიუჯეტური წამყვანი ავიაკომპანია "თი-ვეი ეარი" გეგმავს.

ავიარეისები მიმდინარე წლის 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, ეარბასის და ბოინგ B 777 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ფრენების განხორციელებისათვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ნებართვა უკვე გასცა.

ახალი საჰაერო მიმართულებების პარალელურად, საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 5 მილიონ 500 ათასს გადააჭარბა. ტურიზმის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სიახლე, რომელიც სეული-თბილისის მიმართულებას ეხება, სექტორს კიდევ უფრო გააძლიერებს.

გასულ წელს საქართველოში 8 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. მონაცემები 2024 წელთან შედარებით თითქმის 6 პროცენტით მეტია. 2025 წელი რეკორდული იყო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებითაც. საერთო ჯამში მაჩვენებელმა 4 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.

დღის ამბები