11 აგვისტო 2026,   11:11
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

2026 წლის 13 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბახტიორ საიდოვის შეხვედრა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

დღის ამბები