09 აგვისტო 2026,   12:36
ვრცლად
გიორგი სოსიაშვილი - "ესტონეთის სახელისუფლებო წრეების განცხადებები ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ისინი ღიად მოგვიწოდებდნენ კონფრონტაციისკენ რუსეთთან, რომ ჩვენი ქვეყანა ჩართულიყო ომში"

მორიგი უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - ასე აფასებს მმართველი გუნდი ესტონეთის გადაწყვეტილებას, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ელჩი თბილისიდან ერევანში გადაჰყავს.

დიპლომატი მუშაობას სომხეთში განაგრძობს. ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია წერს, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 11 თებერვალს ელჩს შეატყობინა, რომ ის საქმიანობას 10 მარტს დაასრულებს და ელჩად სომხეთში გადავა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ესტონეთისა და ბალტიის ქვეყნების უსამართლო დამოკიდებულება არ უკვირთ და ისინი ევრო ბიუროკრატების ანტიქართულ რიტორიკას მიჰყვებიან.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილს, ესტონეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ უკვირს:

"ესტონეთის სახელისუფლებო წრეების განცხადებები ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ისინი ღიად მოგვიწოდებდნენ კონფრონტაციისკენ რუსეთთან, რომ ჩვენი ქვეყანა ჩართულიყო ომში. გახსოვთ თქვენ, მათი უპატივცემლო განცხადებები ჩვენს მიმართ. მე მათი დემარში არ მიკვირს, ქვეყანა რომელიც ასეთ სიყალბეს გაბრალებს და არ ცდილობს, რომ დიდი ხნის დიპლომატიური ურთიერთობა ნორმალურ რელსებზე გადაიყვანოს, მე ვფიქრობ რომ მათი მხრიდან გასაკვირი არ იყო. ნათლად ჩანს სინამდვილეში რა მიზნებიც ამოძრავებდათ,"- აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

დღის ამბები