07 აგვისტო 2026,   18:33
ვრცლად
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მაღალ რეიტინგული ბრიტანელი ბლოგერები საქართველოს ეწვივნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მაღალ რეიტინგული ბრიტანელი ბლოგერები საქართველოს ეწვივნენ. საერთაშორისო კომპანია ტრავერსთან თანამშრომლობით საქართველოში კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მრავალ მილიონიანი აუდიტორიის მქონე ბლოგერებმა, ინფლუენსერებმა, ფოტოგრაფებმა და ვიდეოგრაფებმა საქართველოს შესახებ ბლოგები, ვიდეო რგოლები და "სთორები" მოამზადეს, რომელსაც მილიონობით გამომწერი სოციალურ ქსელებში მათ პლატფორმებზე გაეცნობა. ტურის ფარგლებში, თბილისის მონახულების შემდეგ 20 ბრიტანელი ბლოგერი გუდაურს ეწვია.

დღის ამბები