12 აგვისტო 2026,   04:44
ვრცლად
"ჩვენ, როდესაც არაბიზაციაზე ან არაბულ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი, ეს შეეხებოდა არაბულ ინვესტიციებს, რომელიც ფაქტიურად, არის გაუმჭვირვალე" - გიგა ფარულავა

პრემიერ-მინისტრის ვიდეომიმართვას, სადაც ის საუბრობს, რომ საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგა ფარულავა ამბობს, რომ მთავარი კითხვა, რომელიც მათ ჰქონდათ, ეხებოდა გაუმჭვირვალე არაბულ ინვესტიციებს. 

"ჩვენ, როდესაც არაბიზაციაზე ან არაბულ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი, ეს შეეხებოდა არაბულ ინვესტიციებს, რომელიც ფაქტიურად, არის გაუმჭვირვალე. არაბიზაციაზე სხვა ოპოზიციური პარტიები რა კომენტარებს აკეთებდნენ, შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ," - აცხადებს გიგა ფარულავა.

შეფასება გააკეთა პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა. 

"ჩვენ არ ვლაპარაკობთ არავის გაძევებაზე ამ ქვეყნიდან, ჩვენ ვამბობთ, რომ ანკლაური განვითარება და კომუნიტარული ურბანული განვითარება ამ ქვეყანაში, ყოველთვის იყო პრობლემა, ახლაც პრობლემაა და მომავალშიც პრობლემა იქნება," - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.

ცნობისთვის, მთავრობა აძლიერებს მიგრაციის დეპარტამენტს, იღებს პასუხისმგებლობას იმ კანონის აღსრულებაზე, რომელიც 1-ლი მარტიდან ამოქმედდება და უცხოელების შრომით საქმიანობას ეხება. ასევე, 2017 წელს ხელისუფლებამ შესწორება შეიტანა კონსტიტუციაში, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აკრძალა.

დღის ამბები