კარგია, რომ ამ ფორმატში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა, რა არის ევროპა და რა ევროპული ხმა და ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში," - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩის ვიზიტი და მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
მისი შეფასებით, ხორვატიის პრეზიდენტის განცხადებები არის სწორედ ევროპის ხმა.
"მაშინ როდესაც, საქართველო ყოველდღიურ რეჟიმში იგერიებს ხოლმე ბრიუსელის ბიუროკრატების უსამართლო შეტევებსა და კრიტიკას, აი, ეს არის სწორედ ევროპის ხმა. სწორედ ეს არის ევროპელი მოქალაქეების ხმა და ევროპული ინტერესები, რომელიც ხორვატიის პრეზიდენტმა გააჟღერა. სწორედ ამ აბსურდულ განსხვავებას ვხედავთ ხოლმე, როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია არის სრულიად აცდენილი ევროპის ინტერესებს, მაშინ როდესაც ევროპის მოქალაქეებს, ევროპის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები და პოზიციები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. კარგია, რომ ამ ფორმატში საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, თუ სად არის ევროპა, რა არის ევროპა და რა ევროპული ხმა და ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მოსკოვთან და აბრალებენ, რომ მოსკოვის აგენტია."